* * *

მე ვარ კაცი, ვისაც კვირაში რამდენჯერმე მოსდის წერილი

ფუ, შენ რა დასაბადებელი იყავი, შენი დედაც მოვსტყან!”

ეს დაიწყო აგერ ოცდაათი წელია და დღემდე გრძელდება.

მე დავიბადე იქ

სადაც დედებია ქერონივით

ოფლის და ოხვრის მდინარეებს გადაცურავენ ხოლმე

და სიცოცხლეს შობენ.

სამშობიარო ნომერი სამი,

დედაჩემმა მაჩუქა ცხოვრება,

რომელიც დღემუდამ დასასრულის ნატვრაა.

ოცდაცამეტს გავცდი,

სხვაგვარი სურვილი მქონდა,

ძალა კი არა.

დავდივარ თეატრებში სადაც მესალმებიან

და რომ ჩავივლი ეცინებათ,

შევდივარ მაღაზიებში

სადაც ფულს რომ არ ვტოვებდე არავინ გამიღიმებდა,

დავდივარ რეპეტიტორთან საყურეს ვიხსნი,

ხმას ვიბოხებ, ჟესტებს ვაკონტროლებ

უნდა ვისწავლო ენადა

გავიქცე იქ, სადაც ლურჯი ფენიქსი დგას,

სადაც შენი ულაყი ფრუტუნებს

და ფრთებაზიდულია ოცდათოთხმეტი წლის ნაზარდი ოცნება ასაფრენად.

ბათუმი,

სამშობიარო ნომერი სამი

დედამ სიცოცხლის ნაცვლად სევდა გადმოაპკურა საშოდან,

ოცდათოთხმეტი წელია იზრდება შხეფებად,

ნაკადულად, ახლა მდინარედ,

ზვირთდება, დიდდება ითრევს და ახრჩობსკაცს

რომელიც ვერარას შველის მის თავს.

 

Tuba mirum

 

პალატიდან გადმოფერთხილ სიცოცხლის ნამცეცებს ვკენკავ

ისე ძვირია ახლა სათნოება.

ისე ძვირია ახლა იმედი.

Tuba mirum!

tuba mirum spargens sonum!!!1

რამდენს იძუნძულებ ასე, მგლის ლეკვივით

სახეში შემხმარი სიცოცხლის ხით?

ცხოვრების კანს ბრჭყალებით ჩაფრენილი

რამდენს გაუძლებ ასე უმწეო ??

რად არ ხარ უფალო,

რად არ ხარ უფალო სულგრძელი

და მრავალმოწყალე,

რად დამივიწყე?

გაყიდულია ალუბლის ბაღი

დედაჩემის წმინდა საფლავით.

გაყიდულია ცოდვიანი ხილის ჭამით

მოწამლული ქალის საფლავი

ალუბლის ყვავილების სუდარით,

სევდის მდინარე რომ შვა 26 წლის წინ

და არ დაშრა დღემდე, არ დაიგვალვა

წისქვილები ჩერდებიან

და ქარები ოსდებიან,

ქორწილი მაქვს ყოველდღე უიმედობასთან

და სიკვდილის კაბა მაცვია

შენ მაინც ნუ მტოვებ

შენ მაინც რად მტოვებ

ამ უსასოოყოფაში

ასე გაგვამებულსა და დაუმარხავს

შენ მაინც ნუ მტოვებ კეტლინ ფერიერ… (2)

 

 

 

განმარტებები

1. Tuba mirum sparge sonum (ლათ.) – სასწაულმოქმედი საყვირი (მესებიდან, რეკვიემებიდან).

2. კეტლინ ფერიერი (1912 -1953) – ინგლისელი მომღერალი, კონტრალტო.

ფოტო

ძიტო ზაალიშვილი

Cover Author

    90