***

ჩემს ბავშვობაში ყველა აფეთქებას სამყაროს შექმნის ნაცვლად
სამყაროს ნგრევა მოყვა და ყველა მცნება მაფლეთებად შემორჩა რკინის კედელზე.
ახლა მე აქ ვარ და სულ ოდნავ მჯერა მთლიანობის.
ვეძებ, ვპოულობ და ყელზე ვიწებებ იისფერ ანაბეჭდებს.
მერე მივდივარ, მივყვები ბილიკს ტყის გავლით მეცხრე ციდან გადმოშვებულ ჩანჩქერამდე.
შიშველი ვბანაობ და ისინი , იისფერი ანაბეჭდები, ქრებიან.
ისევ ვეძებ. და აი ახლა მე აქ ვარ.
ფეხშიშველი და ასე მგონია შიშველი ტერფებით ბალახს უფრო მეტად ვსრეს. რა მომიტანე?
როცა შეკრულ მუშტს შლი მე უკვე ვიცი ყველა ნაფლეთია შენს ხელის გულზეკაბებს აშრიალებდნენ წუხელ ქალები და ევკალიპტის სურნელში გახვეული ქუჩები გაიჟონა კანალიზაციის მილებში.
ერთმანეთის ნერწყვის გემოს შეჩვეული წყვილები ზურგებით ეკვრიან ერთმანეთს და სხვა ქარში აშრიალებენ სახეზე აკრულ ფერად ფრთებს.
ეს არის ქალაქი სიმბოლოებით.
დაიკარგები თუ ვერ იპოვი ნიშნულებს, გრძნობათა ამავალ პანდუსებს. დრო არ იხარჯება,
შენ იხარჯები და ვერ იპოვი ინჰიბიტორებს კედლებ შეთეთრებულ ოთახებში. ქალბატონებო!
თქვენი მზერა ჭაობს გავს, ტორფით და გვამებით.
მკვეთრად სუნიანი თევზების უვიც არსებობას ფსკერსა და სინათლის სხივებს შორის.
ყოველ დღე ვისხამთ სახეში სამყაროს მეტაბოლიტებს.
ოღონდაც პირს ნუ გავაღებთ!

***

მოდი მოგვივიდეს მეტის-მეტი და ისინი ჩაგვმარხავენ სარეველებში.
ხომ გვსურს მოვპაროთ ეთმანეთს ჰალუცინაციები, რომლებსაც შევინახავთ ზაფხულის ჩანთებში ზამთრისთვის.
ივლი თუ არ ივლი, მაინც იქ იქნები და დატოვე ტვირთი, მეც დავტოვებ. თუ შუაღამემდე ყურებაკრულნი მოვუსმენთ კედლებს ისინი გვეტყვიან, რომ ხვალაც იგივე იქნება თითქმის.
და თუ მოგვივა მეტის- მეტი, ისინი ჩაგვმარხავენ ოქროსფერ სარეველებში და დაგვაფარებენ ერთმანეთის მოპარულ ჰალუცინაციებს.
მოდი რა მოგვივიდეს მეტის- მეტი.

***

აქ ძილის სურნელი ნაცრისფრად ედება კედლებს.
მე ყველაფერი გავუშვი მასთან, რაც მისი იყო და არ მეკუთვნოდა.
და სულის რექსისის მქუხარე ხმა ამსხვრევდა რძისფერ კლდეებს, რომლებზეც ისხდნენ ინდიელები და ახლა მკაფიო სახეებს ვასხამ მდუღარე სპილენძს.
დღენახევარი ვარღვევდი ჭრელ ხალიჩას.
მე იგი ამ საუკუნემდე ვქსოვე თეთრი თითებით.
არაფერი მაქვს საგონებელში, მხოლოდ ჟანგვა და სისველეა უჯრედებში და არაფრის მომცემი ძილის სურნელის.

 

მხატვარი

თორნიკე რობაქიძე

ნახე მხატვრის პერსონალური გალერეა:

კონტაქტი:

robakidzetornike@yahoo.com

    93