***

რკინებში ამჟავებული რძე მოედინება მცენარეებით
სადაც ჩვენ მოვკალით სამხრეთის კანაფი საქანელა.
შენი შიშები სამხრეთის სიზმრებშია ჩარჩენილი და მე მიტოვებს
აღმოსავლეთის სუნთქვას სხეულზე მიწებებულ ტანსაცმელზე რომ
ნაბიჯები ჩავყლაპო როცა შენ გაიღვიძებ.
ჩვენი ცირკულაცია უმნიშვნელო სევდაა კაპილარებით რომ ფართოვდება თევზების ხერხემალში და დაღლა ყველაფრისგან უფრო მნიშვბნელოვანი გახდა ამიტომ ყველასთვის ვინც გვიცნობს.
რკინებში ამჟავებული რძე მოედინება..
მცენარეებით.. ჰო, მცენარეები ისე ფოსფორისფერ მაცივარში გაყინულ სურვილებს გავს მგონნი.უჰაერო სიჩუმეს ყურებთან გაწელილ ძაფზე ჩამოკიდებულს და დამახსოვრებულს.
და მივხვდი ჩვენ აქ მოვკალით სამხრეთის კანაფი საქანელა.
და არ ვიცი უნდა ვიხმაუროთ ახლა თუ არა.
და ვერ ვხვდები ეს რკინები მძიმე მეტალია თუ მუსიკა
და არ ვიცი ამჯავებული რძე საერთოდ ალკოჰოლია თუ არა
მგონი უბრალოდ
ვიღაც lamb of god-ის კონცერტზე მიდის და გვიხარია
ან ბოთლების ნამსხვრევებში მსხვრევის ხმა ჩვენი მეგობრის ხელებზე მასტურბირებს და მას უხარია.
მოკლედ არ ვიცი. უბრალოდ მიხარია.აღმოსავლეთში ვარ და სამხრეთი მიხარია.
შენი შიშები ხომ სამხრეთის სიზმრებშია ჩარჩენილი
და მზე იწყება გაფართოებული კაპილარებით..
და რადგან მზე იწყება გაფართოებული კაპილარებით
თევზების ხერხემალში როცა შენ ასე მშვიდად გძინავს ახლა.
და რადგან შენ ასე მშვიდად გძინავს ახლა.

***

რკინა მსუბუქია.
დავინახე მიტოვებული მიწა ამოზნექილი რკინის სიგარეტებით როცა არ მქონდა ფული
მეყიდა ცოტაოდენი ალკოჰოლი თავის მოსატყუებლად რომ მთვარე ჩემია და
შემიძლია ყმუილი ხმამაღლა შენს კისერში.
რკინა მსუბუქია.ეწევი და შენში დამძიმებულ ჰაერს გარეთ უშვებ.
კანზე დასერილ სიზმრებს გავს..ჰოდა დავინახე და ვეწევი.
მინდა რომ..არა! უნდა გშურდეს.
ხოდა გშურდეს.დამძიმებულ ჰაერს ვუშვებ ფილტვებიდან და ველოდები .
ვიცი გაყვითლებულ თვალებს ფიცრებს ააკრავს და დღეს მე მექნება სახლი დასაძინებლად
იქ,სადაც შენ არ ხარ როგორც გაფუჭებული რძე მაცივარში.არც მე.არც კურტიზანი ძროხები ბეტონის სოფლებში და არც გამობერილი ტაქსისტის ღიპი.
რა ყლეობაა არა აი სიტყვები ,პოეტობა და ზოგადად ხელოვან ტიპად თავის გასაღება რომ
მთელი დღის ნაგვად დაგროვილი ემოცია გაამართლო.ან “გააპრავო”,ან “გაასაღო”..
ან ზოგადად, არ ვიცი.. კარგი ტიპი იყო?საინტერესო?
სისულელეა ყველაფერი ! ყლეობაა !
აი მე ვეწევი მიწაში ამოზნექილ რკინის სიგარეტს და მას ალკოჰოლიც მოაქვს.
საკმარისია იმისთვის რომ როცა დრო მოვა ყმუილი ავტეხო შენს კისერში.
ფეხაკრეფით გავეცალო შენს ზურგს და დაგივიწყო !
მეტალის გემო ქონდა ადრე მეგობართან წასვლის დროსაც როცა სურათს ვუღებდი მის ხმას და ავტოსადგურები გვარწმუნებდნენ რომ სახლია ყველა ქუჩა.ყველა ფარდული თუკი შეგიძლია თავისუფლად მოფსა და შეიგინო.საჭიროების შესაბამისად რა თქმა უნდა.
ხოდა მიწაში ამოზნექილ რკინას ვეწევი.
უნდა გშურდეს !

***

თევზი ხეებზე ფოთლებით შენს ტკივილს აქვირითებს.
არის სხვანაირი განწყობა იყო მარტო და უყურო.
მაღლა ახედვა სირთულეა თუ გინდა რომ სიჩუმე ლაყუჩებზე აეკრას და არ იკივლოს ყელიდან გაღვიძებული შენი დღე.
თევზი ხეებზე ტკივილს აქვირითებს.
სითეთრე კანში როგორც დრო
გაყინულ ძვლებში გითბება და თვალებს ხრი რადგან მაღლა ახედვა სირთულეა და ეს უკვე იცი შენც.განწყობაა სხვანაირი.. რეფლექსური შვიდი ან რვა ყვინთვა.
მუსიკა უნდა დაღეჭო გაყვითლებულ კბილებში და გაძიძგნო ემოცია!
_გადაწყვეტილი გაქვს.
არაფერს ნიშნავს თევზი .თევზი თევზია და არაფერი ესაქმება ხეზე !
_თავს არწმუნებ.
არადა ლამაზია შენი თევზი და ყელიდან დაჭიმულობას გართმევს.
გეხმარება…

მახსოვს ალკოჰოლი იყო თმებში როცა შევძელი ხის ქვეშ მერწყია ისტიქტურობა და შენთან სექსი არ ყოფილიყო რაღაც სხვა რაც არ ვიცით.
მახსოვს, რომ იისფერი კატეხიზმო თევზების სილურჯეში არ ანაწილებდა შენს სხეულზე სევდას რომელსაც შემიძლია გავუძლო და დავრჩი ხის ქვეშ ლაყუჩებში ჩატოვებული მარტოობით.
მახსოვს..
მახსოვს რომ არ ვარ ხე.და თევზი რომელიც შენს ტკივილს აქვირითებს.
რაღაც ვერ დაწყებული სიზმარი ვარ მგონი უძილობის დროს გახსენებული და საკუთარი თავი მტკივა.
შენ კი ყელიდან გაღვიძებულ ჩემ დღეს თვალებს უხრი და უკვე იცი რომ მაღლა ახედვა შენი დაწყებული სიმშვიდეა რომელსაც ჩემს სხეულში არ ჩატოვებ.
ახლა ,ალბათ მარტო მნიშვნელოვანია სხვანაირი განწყობა იყო სრულიად მარტო და ქვემოდან უყურო თევზს რომელიც ხეზე ფოთლებში შენს ტკივილს აქვირითებს.
რეფლექსური შვიდი ან რვა ყვინთვა.ჩემი არა..

საკუთარ არარსებობაში ვიმზირები და
საკუთარი თავი მტკივა.
ერთი ჩვეულებრივი ეგოისტი ნაბიჭვარი ვარ და მეტი არაფერი!
შეგიძლია თვალები დახარო არ მეწყინება.

მხატვარი

Ilya Zomb

ნახე მხატვრის პერსონალური გალერეა:

    87