ინტერვიუ

ინტერვიუ თამარ შუკაკიძესთან

 

   ესაუბრა თეონა კომახიძე

თეო: გერმანელი მკვლევარის გეორგ ლუკაჩის აზრით, ლიტერატურამ უნდა გადმოსცეს საზოგადოებრივი ფორმაციების არსი, ის უნდა იყოს ადამიანის რეალური ყოფის, ყოველდღიური სინამდვილის ამსახველი. მეორე მხრივ, არ შემიძლია არ გავიხსენო კარლ იუნგის ცნობილი ფრაზაყველაზე უცნაური კითხვა, რომელიც შეიძლება შენს თავს დაუსვა, არის ის, თუ რომელ რეალობაში ცხოვრობ. ლუკაჩს იმთავითვე ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. საინტერესოა შენი აზრი, როგორ ფიქრობ, არსებობს კი ზუსტი დებულება იმისა, თუ რა უნდა ასახოს ლიტერატურამ?

თამარი: ნამდვილად არ ვიცი, არსებობს თუ არა ზუსტი განსაზღვრება იმისა, თუ რა უნდა ასახოს ლიტერატურამ.  მეორე მხრივ მგონია, რომ არაფერია ისეთი, რაზე რეფლექსიაც ლიტერატურას არ შეუძლია, რადგან თავად ტექსტი მეტარეფლექსიაა.

 თეო: არის თუ არა ისეთ პოეტი, რომლის მიერ აღწერილ სამყაროს ამსგავსებ შენსას?

 თამარი: არიან ავტორები, რომლებთანაც საერთო „ენა“ მაკავშირებს. მაგრამ რამდენად გვანან ჩემი და მათი სამყაროები ერთმანეთს არ ვიცი, რადგან თავად მე, არ მაქვს ბევრი რამ გააზრებული/შეცნობილი ჩემი „სამყაროს“შესახებ, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი მეტს ვერაფერს.

თეო: შენ ძალიან კარგად გამოგდის, საკუთარი მე-ს შემწეობით, სხვისი მე-„ს წინ წამოწევა,  ადამიანის ხატის შექმნა, რომელიც იძულებულია დაექვემდებაროს ნიცშესეულ შემთხვევითობათა თამაშს, ულმობელ რეალობას. თითოეულ შენს ლექსშია ისტორია და ეს ისტორია არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის საკუთრება, არ არის სუბიექტური( პოეტების უმრავლესობისთვის დამახასიათებელია სუბიქეტურ თემებზე წერა) არამედ მისი ხატი საზოგადოების პიროვნული ტრაგიზმის ამსახველი ოპტიკური ხელსაწყოა, ის არის ამრეკლავი საზოგადოებრივი ტელოსის, ყოველდღიურობის. რამდენად განსაზღვრავს  შენს პოეტურ სტილს და ენას გარემო? ორტეგას აზრით, ენა მაინც სოციალური ჩვევაა.

თამარი: ცუდია თუ ხატებს ვქმნი, რადგან იდეაში, ხატების ნგრევა და დალეწვა არის ის, რაც მაინტერესებს პოეზიაში და ეს განპირობებულია იმ გარემოთი, რომელშიც ვცხოვრობ და  იმ გამოცდილებებით, რომელსაც მასში თანამონაწილეობის განმავლობაში ვიღებ.

 თეო:  რამდენად აქვს შენს პოეზიაზე გავლენა თეატრს, მთელი მისი პლასტიურობით და ერთ საკითხზე კონცენტრირების უნარით, პარატექსტუალობით. ვფიქრობ რომ შენი ლექსები მიკრო სცენარებია, ტექსტებია, სადაც მუდამ ვითარდება მოქმედება, სადაც ყოველ დასაწყისს აქვს დასასრული, შუაში კი ხდება ამბის განზოგადება. ვფიქრობ ლექს-სცენარებს წერ. რას იტყვი ჩემს ამ მოსაზრებაზე?

 თამარი: ცოტა შორიდან მოვყვები. წლების წინ, აღმოვაჩინე, რომ ყველაზე მეტად რაც მინდოდა, თეატრის რეჟისორობა იყო. ორშაბათის გარდა ყოვედღე სპექტაკლებზე დავდიოდი 😀 , თეატრალურში იმართებოდა შეხვედრები, მომავალ რეჟისორებთან და იქაც ვიარე რამდენიმე წელი – მოკლედ მაშინ ვუთხარი ჩემს თავს, თაკო სანამ შენს საყვარელ პიესებს გააცოცხლებ სცენაზე მოდი ეს ყველაფერი ტექსტებში გეცადა თქო -და ასე დაიწყო მცდელობა-ექსპერიმენტი, რომელის გაგრძელებასაც ხელი  , სარეჟისორო საქმიანოობაზე ფიქრისჩაკვლამაც ვერ შეუშალა.

თეო: ვისი ხელოვნება შეგეხო ამ ბოლო დროს ყველაზე მეტად? შეგიძლია სურვილის შემთხვევაში დაასახელო ხელოვნების რამდენიმე ჟანრი.

თამარი: ანდრეი ჟოლდაკის „ჰამლეტის“ ჩანაწერი ვნახე და აუცილებლად დავუბრუნდები კიდევ. ეს ბოლო პერიოდში არ მომხდარა მართალია, მაგრამ კშიშტოფ ვარლიკოვსკის სპექტაკლ-პერფომანსი „ფრანგები“ იყო შემთხვევა, რომელმაც, როგორც ადამიანი „ამატრიალა“ :D, ბოლო პერიოდში თუფაქ შაკურის მუსიკას და სატიაჯიტ რეის ფილმებს ვუბრუნდები – ისინი საუბრობენ ყველაფერ იმაზე, რაც მეც, როგორც მოქალაქეს ყველაზე მეტად მაწუხებს.

თეო: და ბოლო კითხვა. იონას ბურგერტმა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა რომ მხოლოდ ძლიერ ადამიანს შეუძლია იყოს განსაკუთრებით მგრძნობიარე. რა გაძლიერებს შენ, როგორც ადამიანს და რა არის შენთვის ყველაზე შთამაგონებელი?

თამარი: სხვადასხვა დროს სხვადასხვა რამისგან შეიძლება მიიღო შთაგონება, მუდმივად იცვლება. მაგრამ მამაჩემი უცვლელია და ნეტავ იცოდეს, როგორ შესანიშნავად გამოსდის. რაც შეეხება გაძლიერებას – არვიცი. რადგან მიზნად არ დამისახავს საკუთარი თავისთვის „ძლიერება“. ბურგეტის პასუხი შესანიშანავად ჟღერს – შესაძლოა გარკვეული დროის შემდეგ სწორედ ასეთი პასუხი მქონდეს, მაგრამ ახლა ზუსტი პასუხი არ მაქვს.

თეო: მადლობა ინტერვიუსთვის.

თამარი: წარმატებები თქვენს  გაერთიანებას.

Widget is loading comments...
ასევე იხილეთ
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
თარგმანი, პოეზია
ლუიზა გლუქი – დამხრჩვალი ბავშვები; მესინჯერები
ბერნადეტ მაიერი
თარგმანი, პოეზია
ბერნადეტ მაიერი
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
პოეზია
ივა თადიაშვილი – “გინახავს სადმე ცოცხალი ინდიელი?”
saturnlyrik, 2024
თარგმანი, პოეზია
saturnlyrik, 2024
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
თარგმანი, პოეზია, სხვადასხვა
ანტონენ არტო – რათა დასრულდეს ღმერთის სამსჯავრო
68