ნილ კასადის წერილი ჯეკ კერუაკს

7 მარტი, 1947 წელი.

 

ძვირფასო ჯეკ:

ახლა ვზივარ სტ. მარკეტზე ერთ-ერთ ბარში, მთვრალი ვარ, ნუ ჯერ ძალიან არა, მაგრამ მალე ვიქნები. აქ ორი მიზეზის გამო ვარ. 5 საათი უნდა ველოდო ავტობუსს დენვერისკენ და ბოლოს, ყველაზე მთავარი,  აქ ვარ (და ვსვამ) რა თქმა უნდა ქალის და თან რა ქალის გამო. ეს ამბავი ქრონოლოგიური რომ იყოს:

ავტობუსში ვიჯექი, როცა ინდიანოპოლისისკენ, ინდიანასკენ მიმავალ გზაზე ამოვიდა უნაკლოდ პროპორციული, ლამაზი, ინტელექტუალი და ვნებიანი ვენერა მილოსელის განსხხეულება, თავს დამადგა და მეკითხება ჩემს გვერდით ადგილი დაკავებული ხომ არ არის.

ნერწყვი მომაწვა, (მთვრალი ვარ),  ამოიბუშტა & აღმომხდა არა. (გამოხატვის პარადოქსულობა, როგორ შეიძლებოდა იქ ყოყმანი?)  ის დაჯდა, მე გავიოფლე. მან ლაპარაკი დაიწყო, მე ვიცოდი საუბარი უბრალო იქნებოდა, ამიტომ ჩუმად ყოფნა ვარჩიე, რომ გამომეცადა.

ის (მისი სახელია პატრისია), რვა საათზე ამოვიდა ატობუსში (ბნელოდა), მე ათ საათამდე სიტყვა არ დამცდენია, ამ ორი საათის მანძილზე, მან რა თქმა უნდა გადავწყვიტე, მისი გული მომეგო და ისიც მოვიფიქრე, თუ როგორ უნდა მექნა ეს.

მე ამ საუბრის სიტყვასიტყვით გადმოცემა რა თქმა უნდა არ შემიძლია, მაგრამ ვეცდები რომ მთავარი საღამოს ათი საათიდან, შუადღის ორამდე გაგაგებინო.

ნილ კასადი, მარცხნივ

282