Arnulf Rainer

არნულფ რაინერი დაიბადა ვენაში, 1929 წლის 8 დეკემბერს. ის ტაშიზმის წარმომადგენელია. ტაშიზმი აბსტრაქციონიზმის ერთერთი სახესხვაობაა. ემოციების სრული გამოვლენისთვის ტაშისტები იყენებდნენ ღებვის ექსპრესიულ მეთოდს ძირითადად ტილოზე საღებავის დაწვეთების მეშვეობით.

თავიდან არნულფ რაინერი მაგიური რეალიზმით იყო გატაცებული, 1950 წლიდან კი ტაშიზმით დაინტერესდა. ძირითადად საკუთარ ფოტოებზე ემოციური ექსპრესიულობა მიღწეულია გადაღებვის ან გადაჩხაპნის გზით.  ის ანგრევს თავდაპირველ ფორმას და ქმნისს ძველისა და ახლის სიმბიოზს.

არნულფ რაინერის მუზეუმი მდებარეობს ბადენში, ვენასთან.

გაიგე მეტი

59