Jaber Lutfi

დაიბადა ლიბანში,
ცხოვრობს და მუშაობს მონტრეალში.

 

ის ხატავს აკრილით, ფიგურები არქაული თეატრის მსახიობებს გვანან. უმეტეს შემთხვევაში ისინი კოსტიუმირებულია. ლიტფი იყენებს გვიანდელი რენესანსისა და ბაროკოსთვის დამახასიათებელ Clair-obscur სტილს, ანუ ჩიაროსკუროს, რომელსაც ღია და მუქი ფერების კონტრასტი ქმნის. ამ სტილში ასევე ხატავდა კარავაჯო, რემბრანდტი. .

ლუტფი თავის ინტერვიუებში ასევე საუბრობს Transluzenz ზე, სინათლისგამტარობაზე. მისი ფიგურები შუქჩრდილების თამაშით წამოწეულია წინა პლანზე სწორედ ამ სინათლეგამტარობის უნიკალური მეთოდით, რომელსაც ჯერ კიდევ Egon von Vietinghoff აღწერდა მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში თავის ნაშრომებში.

 ნახატები დადებულია მხატვრის ნებართვით.

http://www.jaberlutfi.com/

 

.

108