ანდრე ბრეტონი

თარგმნა თეონა კომახიძემ

სპექტრალური პოზა

ცხოვრებას არ ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას
დიახ, ჩემთვის უმნიშვნელოა სიცოცხლის პეპლები
მეც არ მაქვს არავითარი მნიშვნელობა ცხოვრებისთვის
მაგრამ მარილის ტოტები მარილის თეთრი ტოტები
და ჩრდილის ბუშტუკები
და ტბის ანემონები
ჩამოდი დაბლა და ისუნთქე ჩემს სიზმრებში
ისინი მოდიან ცრემლებიდან რომლებიც მე არ მეკუთვნიან
ნაბიჯებიდან რომლებსაც მე არ ვდგამ ეს არის მეორე ნაბიჯი
სადაც სილა წყლის ღელვას იხსენებს
ბარები გალიაშია
და ჩიტები მოფრინავენ რათა იმღერონ
მიწისქვეშა გადასასვლელი ყველა სუნამოს სურნელს შეკრებს
და ქალმაც თავის თავს პირობა მისცა
ქალი გახდა ისეთი ნათელი აღარ შემეძლო მისთვის მემზირა
თვალები რომლებმაც მიხილეს ჩემს საკუთარ წვაში
როცა ისეთივე მოხუცი ვიყავი როგორიც ახლა ვარ
და ვუყურებდი ჩემს თავს მაღლიდან როგორც ღამის გუშაგი მარტო დარჩენილი უზარმაზარ ფაბრიკაში
საკუთარ თავს მიმზირალი
ცირკი მუდამ აჯადოებს ერთი და იგივე საყანურ გზებს

ბიოგრაფია

ფრანგი პოეტი, პროზაიკოსი და სიურეალისზმის თეორეტიკოსი ანდრე ბრეტონი დაიბადა 1896 წლის 19 თებერვალს ნორმანდიაში.
თავდაპირველად ის სიმბოლისტების პოეზიით იყო შეპყრობილი, 1918 წელს მან გიოომ აპოლინერი გაიცნო. 1919 წელს როცა ტრისტან ცარაც პარიზში გადმოვიდა, დადაისტების წრე შეიკრა.

  • 1919 წელს მან გამოქვეყნამოთხრობა ფილიპ სუპოსთან ერთად  მაგნიტური ველები, რომელიც სიურეალიზმის სათავე გახდა. მოთრობა დაწერილი ახალი შემოქმედებითი მეთოდის – ავტომატური წერის- საშუალებით. სუპო გახდა მისი უახლოესი მეგობარი, მაგრამ მათი გზები მალევე გაიყო.
  • 1924 წელს მან დაწერა მანიფესტი სიურეალისტებისთვის, ამავდროულად ის დაქორწინდა სიმონე კანზე.
  • 1928 წელს მან გამოუშვა ექსპერიმენტული რომანი ნადია.
  • 1929 წელს ბრეტონი შეუერთდა სიურეალისტების რიგებს. ამავდროულად ის ცდილობდა დაეწერა მეორე სიურეალისტური მანიფესტი, რომელშიც სამყარო მისთვის იყო “სოციალური, როგორც ფიზიკური ევოლუცია”.
  • გარდაიცვალა 1966 წელს პარიზში.
317