ინტერვიუ

ინტერვიუ ზურა გელაშვილთან

 

  ესაუბრა თეონა კომახიძე

ზურა სოციალურ ქსელებში

თეო:რას მატებს ადამიანს მოგზაურობა და პირადად შენთვის რას ნიშნავს მოგზაურობა?

ზურა:მოგზაურობა არის ცოდნის შეძენა, რაც მეტს მოგზაურობს ადამიანი მით უფრო განათლებული და საინტერესო ხდება… რაც მეტ კულტურას ეზიარება ადამიანი მით მეტად აფასებს სიცოცხლის აზრს, მით უფრშო მშვიდობიანი და ცხოვრების მოყვარული ხდება. მოგზაურობა არაა მხოლოდ რამე კონკრეტული ობიექტის ნახვა, მოგზაურობა არის საკუთარი მეს განვითარება და შერწყმა მსოფლიოსთან…

შესაბამისად ჩემთვისაც მოგზაურობა იმაზე მეტია ვიდრე რამე ობიექტის ნახვა…

თეო: რამდენ ქვეყანაში ხარ ნამყოფი და რამდენი წელია მოგზაურობ?

ზურა: 2009 წლის შემდეგ ვმოგზაურობ, 26 ქვეყანა მაქვს მოვლილი, ამათგან ნახევარზე მეტი სამჯერ და მეტჯერაც მომივლია სხვადასხვა სეზონზე.

თეო: რომელია შენთვის ყველაზე საინტერესო სამი ქვეყანა, სადაც სულ შეგიძლია დაბრუნდე?

ზურა: ესტონეთი, შვედეთი, შვეიცარია/ლიხტენშტეინი.

თეო: რომელი ქვეყნები არ მოგეწონა და რატომ? საერთოდ რომელი კრიტერიუმებია შენთვის უმთავრესი ქვეყნების შეფასებისას.

ზურა: ფინეთი, საფრანგეთი სამხრეთ ნაწილი, ლატვია და არის კიდევ რამდენიმე ქვეყანა… მაგრამ აქ სხვადასხვა კრიტერიუმებმა იჩინა თავი, ყველა ქვეყანას ერთი შეხედვით ერთი აზრით ვერ შეხედავ.

ჩემთვის არის მთავარი კრიტერიუმი ხალხის დამოკიდებულება ერთმანეთისადმი, შეგნება… მანდამაინც არქიტექტურის სიდიადით არ ვაფასებ ქვეყნებს. ასევე მთავარია ჩემთვის ბუნება.

თეო: ზამთარი თუ ზაფხული? და რატომ?

ზურა:ორივე სეზონს მისი დადებითი აქვს… ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ მაქვს, ყველა სეზონს მისი ხიბლი აქვს, მაგალითად ისლანდიაში მივდივარ 2020 წლის ზამთარში, რადგან მინდა ვნახო გაყინული მიწა ზამთრის პერიოდში, რაც ნამდვილად საოცრებაა, ღამის ნათება, გეიზერები, გაყინული ოკეანეები.

თეო: პროფესიით ვინ ხარ?

ზურა: სამედიცინო დავასრულე, მაგრამ ერთ ადგილზე გაჩერება და საქმეზე მიჯაჭვა ჩემთვის არ იყო და ამას გვიან მივხვდი, შესაბამისად სხვა სფეროში გადავინაცვლე და ეს აიტის სფეროა.

თეო:მარტო მოგზაურობ თუ მეგობრებთან ერთად?

ზურა: ორივენაირად… 🙂 გააჩნია ქვეყანას და სიტუაციას…

თეო: რომელ მუსიკა უხდება რომელ ქვეყანას?

ზურა: საქართველო – ფოლკ როკი

ფინეთი – დუმ მეტალი

შვედეთი – დეს მეტალი

ნორვეგია – ბლექ მეტალი

ჰოლანდია – ელექტრონული მუსიკა

გერმანია – თრეშ მეტალი

პოლონეთი – კლასიკური როკი

ჩეხეთი – გრაინდკორი

ისლანდია – შუგეიზი

ავსტრია – კლასიკა, 70 იანები

იტალია – სფიდ მეტალი

ბრიტანეთი – ჰევი მეტალი

და ასე შემდეგ) შორს წამიყვანს გაგრძელება…

 

 

თეო:შენს სამომავლო გეგმებზე მესაუბრე, ვიცი რომ ისლანდიაში მიდიხარ, კიდევ თუა წელს რამე გეგმები?

ზურა:კი ისლანდია ზამთრის ექსპედიცია არის… მამანამდე სავარაუდოდ ზაფხულში ბულგარეთი, რუმინეთი და გარშემო ქვეყნები სერბეთი, ბოსნია, მონტენეგრო, ალბანეთი… იორდანიასაც ვგეგმავ და ეგვიპტესაც, ვნახოთ რა გამოვა.

თეო:ყველაზე სასიამოვნო თავგადასავალი გაიხსენე მოგზაურობის დროს.

ზურა: აი იმდენი თავგადასავლი მაქვს რომელი უნდა მოვყვე არვი… უამრავი საოცარი ისტორია მქონდა, მაგალითად ვყოფილვარ ჩრდილოეთში ზამთარში ერთი კვირა კარავში მინუსში სადაც საოცრებები გადაგვხდა თავს მე ჩემ ძმას და ჩვენ მეგობარს… ძალიან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს მუაიკალურ ფესტივალებთან, საოცრად მაგარი მოგონება მაქვს შვედეთთან სადაც ცხოვრობს ჩემი საუკეთესო მეგობარი ბექა… უამრავი ისტორიაა ასე დაწერით არვიცი ამ ისტორიებზე შემიძლია დავჯდეთ და გადამბულად ვისაუბრო დღეები.

თეო:მეც დამისვი რამე კითხვა, აბა.

ზურა:რომ შეგეძლოს მთელი ცხოვრება სამოგზაუროდ თუ წახვიდოდი და დატოვებდი მეგობრებს ოჯახს და ყველას, გარდა ერთი ადამიანისა ვინც მეგზურობას გაგიწევს?

თეო: კი, მაგრამ დროდადრო ჩამოვიდოდი და ვნახავდი მაინც. ჩემი და, ჩემი მეგობრები ასევე მოგზაურობენ და დარწმუნებული ვარ ხშირად გვექნებოდა გადაკვეთის წერტილები. აი, მაგალითად მარსზე რომ მივდიოდე, იმ პერსპექტივით რომ ვეღარავის ვეღარ ვნახავდე, წავიდოდი თუ არა? წავიდოდი. 

თეო: დიდი მადლობა და დროებით.

ზურა: მადლობა ყურადღებისთვის

Widget is loading comments...
97