პაულ კლეეს “სიკვდილი და ცეცხლი”

პაულ კლეეს ნახატი “სიკვდილი და ცეცხლი” 1940 წელს , მხატვრის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიხატა. პაულ კლეე იტანჯებოდა იშვიათი დაავადებით, სკლეროდერმიით, რომლის დროსაც ადამიანს ძლიერად უზიანდება კანი, განსაკუთრებით კი ხელები,  უსკდება და ეფარება იგი წყლულებით.

ცხადია, მხატვრისთვის ძალიან ძნელი იქნებოდა ამ პირობებში მუშაობა. ის გრძნობდა რომ კვდებოდა. ეს ექსპრესიონისტული ნახატი ზეთითაა შესრულებული.  ღია ნარინჯისფერი და ყვითელი დააპირისპირებულია თეთრ და შავ ხაზებთან. ეს მკვეთრი კონტრასტი ბადებს ჯოჯოხეთის ალეგორიას. კლეემ რა თქმა უნდა ბევრი იცოდა ნაივურ მხატვრობაზე, მაგრამ ამ ნახატის სიმარტივე გამოწვეულია მხატვრის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან. მას უბრალოდ წყლულების გამო სხვაგვარად ხატვა არ შეეძლო.

მხატვარი ცდილობს სიმბოლოების საშუალებით გადმოსცეს მისი მდგომარეობა. ჩანს რომ თეთრ ფიგურას, რომელიც სიკვდილისთვის მზადმყოფ ადამიანს მოგვაგონებს ხელში უჭირავს მანათობელი ბურთისკენ. მარჯვენა მხარეს არის კიდევ ერთი გამარტივებული ფიგურა მიემართენა მანათობელი ბურთისკენ. ნახატში სამჯერ არის განმეორებული გერმანული სიტყვა “TOD”, ანუ სიკვდილი.

  1. ფიგურის ხელი გამოხატავს T ს, მანათობელი ბურთი O ს, თავად ფიგურის სახე კი D ს.
  2. ფიგურის პირი ქმნის T ს, და თვალები O სა და D ს.
ნახატი დაცულია შვეიცარიაში, ბერნის მუზეუმში. სურათი აღებულია https://www.reddit.com/ დან.
190
5 1 vote
Article Rating
გამოიწერე
Notify of
guest
CommentLuv badge

0 Comments
ძველი
ახალი most voted
Inline Feedbacks
View all comments
0
Would love your thoughts, please comment.x